პანდემიის მიუხედავად, სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ი ქუთაისსა და გორში 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს 2022 წლის გაზაფხულზე გახსნის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა, გორსა (ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე) და ქუთაისში მშენებლობა უკვე დაწყებულია. ორივე შემთხვევაში ეს იქნება მაღალი დონის 120 ნომრიანი სასტუმროები.
კოკაიას ინფორმაციით, Inn Group-ი ქუთაისი Inn-ის და გორი Inn-ის მშენებლობაში მრავალმილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება.
სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.
business-partner.ge