ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
INN GROUP-ი ქუთაისსა და გორში სასტუმროებს 2022 წლის გაზაფხულზე გახსნის
15 ნოემბერი, 2021

პანდემიის მიუხედავად, სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ი ქუთაისსა და გორში 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს 2022 წლის გაზაფხულზე გახსნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Inn Group-ის აღმასრულებელმა  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა, გორსა (ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე) და ქუთაისში მშენებლობა უკვე დაწყებულია. ორივე შემთხვევაში ეს იქნება მაღალი დონის 120 ნომრიანი სასტუმროები.

კოკაიას ინფორმაციით, Inn Group-ი ქუთაისი Inn-ის და გორი Inn-ის მშენებლობაში მრავალმილიონიანი  ინვესტიცია განხორციელდება.

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის  პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.