ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Inn Group-ი - თუ გაქვთ სიმპტომები და ვერ გადიხართ თბილისიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ სასტუმროს ნომერი ექიმის მომსახურებით
30 ნოემბერი, 2020

თვითიზოლაციის მსურველებისთვის  „ინნ ჯგუფს“ ახალი შემოთავაზება აქვს.  თუ გაქვთ სიმპტომები ან თქვენს ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონა ვირუსი და ვერ გადიხართ თბილისიდან, შეგიძლიათ დაჯავშნოთ სასტუმროს ნომერი, სამჯერადი კვებით, სამუშაო სივრცეებით, უფასო wifi-თა და  24 საათიანი ექიმის მომსახურებით. სასტუმრო საჭიროების შემთხვევაში, ასევე უზრუნველყოფს მომხმარებლებს კოვიდ 19 ვირუსის დასადგენი ტესტით. კომერსანტს დეტალებზე ერეკლე კოკაია,- Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ესაუბრება. 

„როდესაც დაიწყო პანდემია „ინნ ჯგუფი“ იყო პირველი კომპანია,რომელიც საკარანტინო ზონების ამუშავებაში ჩაერთო. ვამუშავეთ ასევე ზაფხულში სასტუმრო, მივიღეთ გამოცდილება,თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ პანდემიას. ახლა ისეთი პერიოდი მოვიდა,რომ საქართველოში ვინც შემოდის, აღარ უწევთ კარანტინი, ამიტომ ერთი სასტუმრო „ივერია“ თბილისში მთლიანად ჩავხსენით და გადავწყვიტეთ,რომ გაგვეკეთებინა ახალი შეთავაზება ქართველი მოქალაქეებისთვის.

იქიდან გამომდინარე,რომ მოიმატა ვირუსის შემთხვევამ და იმ ოჯახების რაოდენობაც ბევრია, სადაც ერთს აქვს კორონა და მეორეს არა, მათი თანაცხოვრება კი უკვე დიდი რისკია, გადავწყვიტეთ შეგვეთავაზებინა თვითიზოლაციის მსურველებისთვის ინნში მოსვლა და რამდენი დღეც სურთ იმდენი დღის გატარება, სამჯერადი კვებით. ბევრი ადამიანია თბილისში, ვისაც სურს თვითიზოლაცია, მაგრამ ქალაქიდან ვერ გადის სამსახურის გამო, ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ რომ დღიურად ისარგებლონ ჩვენი სასტუმროს ნომრებით.

თუ დეტალური ინფორმაცია დაგაინტერესებთ, დაგვიკავშირდით ან ფეისბუქ გვერდზე მოგვწერეთ. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ,რომ მისაღები შეთავაზება გვქონოდა. იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ჩვენი მეგობრები, ნაცნობები გვეკითხებოდნენ, გვქონდა თუ არა თვითიზოლაციისთვის ნომრები. დაინტერესება არის, ერთი ორი კვირა სჭირდება,რომ ხალხმა აიტაცოს და მერე მარტივად მიდის. თუ იქნება დიდი დაინტერესება, სხვა სასტუმროებიც ალბათ მოგვყვებიან.

ჩვენ მხოლოდ ოთახს და სამჯერად კვებას კი არა, ასევე ექიმსაც ვთავაზობთ სტუმრებს, რომელიც მოგივლით. გვაქვს აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა ლაბორატორიებთან და იმ პირობებში,როდესაც 112-ში დარეკვა რთულია, ჩვენს დამსვენებელს ექნება შესაძლებლობა ჩაიტაროს ტესტი შეღავათიან ფასში,“- აღნიშნავს ერეკლე კოკაია.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.