ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
INSTAGRAM-ი ელექტრონული კომერციის ვებგვერდად გარდაქმნას გეგმავს
02 მაისი, 2019

Facebook-ის განახლებასთან ერთად, ცვლილებები განხორციელდება Instagram-ზეც. სოციალურ ქსელს ახალი ფუნქციები ემატება. როგორც გუშინ გამართულ ტექნოლოგიის ყოველწლიურ კონფერენციაზე გახდა ცნობილი, Instagram-ზე მოწონებების და ნახვების რაოდენობა საჯარო აღარ იქნება. მათ მხოლოდ მომხმარებელი დაინახავს და არა მისი ფოლოერები.

ამას გარდა, სოციალურ ქსელს, რომელსაც 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, სამი ძირითადი სიახლე ემატება, პროდუქციის აპლიკაციიდან ყიდვა, შემოწირულებების ფუნქცია და კამერის განახლებული ინტერფეისი. კონკრეტულ პროდუქტზე ფასის მონიშვნის ფუნქციას საბანკო ბარათებით გადახდის შესაძლებლობა ემატება და მომხმარებლს საშუალება ექნება პროდუქტი სხვადასხვა ბრენდისგან და ცნობილი ადამიანისგან იყიდოს.

Instagram-ის “სთორიში” შემოწირულობების სტიკერი გამოჩნდება, რომლის გამოყენებისას მომხმარებელი სხვადასხვა ორგანიზაციაში სურვილისამებრ ფულს გადარიცხავენ.

რაც შეეხება Instagram-ის კამერას, როგორც კონფერენციაზე გახდა ცნობილი, სრულად იცვლება კამერის ინტერფეისი, რაც სოციალური ქსელის ეფექტების გამოყენებას ხელს შეუწყობს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.