ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Interfax: საქართველოში ტურების გაუქმების რიცხვი მინიმალურია, ბევრი ტურისტი ჯავშნის ბილეთებს
27 ივნისი, 2019

25 ივნისს რუსული სიახლეების სააგენტო Interfax იუწყება, რომ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ინფორმაციით, იმ რუს ტურისტთა ნაწილი, რომლებიც 8 ივლისამდე საქართველოს დაბრუნებას აპირებდნენ და ასევე სექტემბრიდან ნოემბრამდე პერიოდში საქართველოში ტური გააუქმა მინიმალურია.

“უარყოფითი პროგნოზების საწინააღმდეგოდ, მიმდინარე სიტუაცია არც ისე კრიტიკულია რუსეთის ტურისტული ბაზრისთვის. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია, ხოლო 8 ივლისის შემდეგ ბევრი ტურისტი ტრანსფერულ ფრენებზე ჯავშნის ბილეთებს,” – განაცხადეს რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში.

ასოციაციამ ისიც აღნიშნა, რომ ტურების გაუქმების საკითხზე ტურისტები შემდეგ სამ ჯგუფად იყოფა.

“პირველი – ტურისტებს, რომლებიც 8 ივლისამდე უნდა გამოფრინდნენ, პრაქტიკულად არ გაუუქმებიათ, მეორე კატეგორიის ტურისტები 8 ივლისიდან ზაფხულის ბოლომდე უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში, ამ კატეგორიაში სხვა მიმართულებით ჩანაცვლების გარეშე ყველაზე მეტი გაუქმებაა. არიან ტურისტები, რომლებიც სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით გეგმავენ ჩასვლას, მათ ჯერ არ გაუუქმებიათ ტურები და იმედოვნებენ, რომ სიტუაცია გამოსწორდება,” – აღნიშნა ასოციაციამ.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა.

ტაბულა


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.