იმ ფონზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს ე.წ. ტურისტულ სანქციებს უწესებს და 8 ივლისიდან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იკრძალება, თბილისი რუს ტურისტებში ყველაზე პოპულარული ავიამიმართულებების TOP-5-ში ხვდება.
ამის შესახებ რუსული გამოცემა INTERFAX-ი Biletix-ის რეზერვაციის სამსახურზე დაყრდნობით წერს.
2019 წლის პირველ ნახევარში რუსი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ავიამიმართულებების ხუთეულში თბილისთან ერთად, ერევანი, პრაღა, მინსკი და ბურგასი შევიდნენ.
“აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2018 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, წელს ანალოგიურ პერიოდში რუსეთიდან საზღვარგარეთ ავიამომოსვლებზე მოთხოვნა 29%-დან 35%-მდე გაიზარდა”, – წერს გამოცემა.
bm.ge