ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ირაკლი გელოვანი: დანიშნულების მართვის ორგანიზაციის არსებობა მნიშვნელოვანია
31 მაისი, 2023

„ძალიან მნიშვნელოვანია DMO-ს ინსტიტუტის ჩამოყალიბება და მათი რეგიონულ დონეზე არსებობა. საჯარო-კერძო სექტორთან თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია „ტურიზმის შესახებ“ კანონონპროექტის და ყველაზე კარგი გამოვლინება ამ ნაწილში აქვს, რასაც ტურისტული დანიშნულების მართვის ორგანიზაცია ჰქვია.“-ამის შესახებ  USAID-ს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველმა და სამართლის საკითხებში ირაკლი გელოვანმა “ბიზნესპარტნიორის“ პოდკასტში „გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში“ისაუბრა.

„DMO-ები უკვე არსებობს, თუმცა არ არის ის შედეგები, რა მოლოდინებიც შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ გაიწერა ერთიანი თამაშის წესები მათთვის, თუ ისინი დააკმაყოფილებენ წესებს და მიიღებენ სტატუსს ტურიზმის ადმინისტრაციისგან, მათ შეუძლიათ იფუნქციონირონ რეგიონული მასშტაბით, როგორც DMO-ებმა.

როგორ ხდება ეს, მაგალითად, მუნიციპალიტეტი და კერძო სექტორის რომელიმე ან რამდენიმე წარმომადგენელის გაერთიანება მიდის საჯარო რეესტრში, არეგისტრირებენ არაკომერციულ იურიდიულ პირს და შემდეგ უკვე მიმართავენ სტატუსის ასაღებად ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს მოთხოვნებს სტატუსის გასაცემად. შესაძლებელია რეგიონულ დონეზე იყოს ერთი ასეთი დანიშნულების მართვის ორგანიზაცია (DMO). ბრიტანეთის მაგალითს თუ მივყვებით, როდესაც არსებობს ბევრი DMO, ძალიან არაეფექტიანად ხდება ფუნქციების გადანაწილება, უბრალოდ ამ ორგანიზაციის მთავარი ფუნქცია - მართოს ტურისტულიდ ანიშნულების ადგილი ერთი DMO-ს არსებობის დროს, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, უფრო გამართლებულია.“- ამბობს ირაკლი გელოვანი. 

რაც შეეხება ორგანიზაციის ფუნქციებს, DMO-ს მთავარი ფუნქცია სწორედ რეგიონულ დონეზე ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაა.

„ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი არის ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებების დაცვა, ასევე მეორე მხრივ რატომ არის მათი ინტერესების დაცვა მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოსთვის ყველაზე კარგი რეკლამა უცხოელი ტურისტებისთვის გამოცდილების გაზიარებაა.

ამიტომ, როდესაც ტურისტი ხედავს რომ ჩვენთან აწეულია სერვისის დონე, ეს ინფორმაცია მიაქვს შემდეგ თავის ქვეყანაში. ასევე რეგულირების რეფორმის მიზანი მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვაცაა, ამიტომ საწყის ეტაპზე, მინიმალური სტანდარტები მაინც უნდა დავახვედროთ მათ.“-ამბობს ირაკლი გელოვანი.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.