ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ირაკლი ქადაგიშვილი: მეღვინეობის დარგი, ერთგვარი ლოკომოტივია ეკონომიკის განვითარებისთვის
04 ივნისი, 2018

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი მეღვინეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობს. გუბერნატორი ჟურნალ „პროფესიონალი პლუსთან“ ამბობს, რომ კახეთში შატოებისა და საოჯახო მარნების დიდი ტენდენციაა.

გუბერნატორი მევენახეობისა და მეღვინეობის სწორად განვითარების ტენდენციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რთველი წელს პირველად სუბსიდირების გარეშე ტარდება, რასაც მიღწევად მიიჩნევს.

ირაკლი ქადაგიშვილი დასძენს, რომ მუდმივად იზრდება ხარისხის მონიტორინგი.

„აიკრძალა ქვეყნის გარეთ ჩამოუსხმელი ღვინის გატანა, რაც ხარისხისთვის მნიშვნელოვანია. ზოგადად მეღვინეობის დარგი, თავისთავად ერთგვარი ლოკომოტივია ეკონომიკის განვითარებისთვის. გარდა ამისა, კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ტურიზმი, რაც გარკვეულწილად, სწორედ მეღვინეობასთან არის გადაჯაჭვული. დამატებით წარმატებით ვითარდება ეკოტურიზმი. თუშეთის, ვაშლოვანის, არწივის ხეობის, გურგენიანის ჩანჩქერის და სხვა უნიკალური ნაკრძალების მონახულება იმდენად მასშტაბური და საინტერესოა, ერთკვირიანი პროგრამა მაინც სჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ თელავზე, ყვარელზე და სხვა ქალაქებსა თუ სოფლებზე,“ - განმარტავს გუბერნატორი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.