ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ირლანდიამ საქართველო მაღალი რისკის მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანა
03 აგვისტო, 2021

4 აგვისტოდან ირლანდიამ საქართველო მაღალი რისკის მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანა, რაც არავაქცინირებული პირების კარანტნში გადაყვანას ითვალისწინებს.

როგორც ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისად 4 აგვისტოდან ირლანდიაში საქართველოდან მომავალი მგზავრები, გარდა სრულად ვაქცინირებული პირებისა, ექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინის გავლას სასტუმროში.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.gov.ie/…/a6975-mandatory-hotel-quarantine/

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.