ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ისეთ ბეტონის ჯუნგლებად გადაიქცა ბაკურიანი, რომ გვერიდება იქ სტუმრის ჩაყვანა და არ ვარეკლამებთ - ცოტნე ჯაფარიძე
29 იანვარი, 2024

„ისეთ ბეტონის ჯუნგლებად გადაიქცა ბაკურიანი, რომ გვერიდება იქ სტუმრის ჩაყვანა და შესაბამისად არ ვარეკლამებთ“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში „ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ ზამთრის კურორტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ტურისტს იქ ვერ წაიყვანენ, სადაც მიაჩნიათ, რომ მისაღები პირობები არ არის.

„ბაკურიანს რაც შეეხება, დიდი ხანია ამოღებული გვაქვს ტურისტული პაკეტებიდან. ისეთ ბეტონის ჯუნგლებად გადაიქცა ბაკურიანი, რომ გვერიდება იქ სტუმრის ჩაყვანა და შესაბამისად არ ვარეკლამებთ. ძალიან სამწუხარო ფაქტია ეს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ იქ, სადაც ჩაგვყავს სტუმრები, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მათ კომფორტსა და სიამოვნებაზე. სადაც ვთვლით, რომ არ არის მისაღები პირობები დასასვენებლად, იქ სტუმარს ვერ გავუშვებთ იმიტომ, რომ ეს ჩვენს იმიჯზე აისახება“, - აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.