ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ისრაელის 2 ქალაქიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა განიხილება
28 ნოემბერი, 2022

ისრაელის ქალაქებიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა განიხილება. როგორც ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ყოველდღიურ ფრენებთან ერთად, მგზავრებისთვის ქუთაისი-ბენ-გურიონი და ქუთაისი-რამონის მიმართულებები შეიძლება დაემატოს.

„ისრაელის და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან ერთად ვისაუბრეთ მგზავრთა მიმოსვლის და ტვირთბრუნვის მზარდ დინამიკაზე და საქართველოს აეროპორტების მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურაზე.

მომავალი წლისთვის, ფრენების კიდევ გაზრდის მიმართულებით მუშაობაზე შევთანხმდით. ამ შემთხვევაში, ქუთაისის აეროპორტი დამატებითი კარგი საშუალებაა.

ასე, რომ თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ყოველდღიურ ფრენებთან ერთად, მგზავრებისთვის ქუთაისი-ბენ-გურიონი და ქუთაისი-რამონის მიმართულებები შეიძლება დაემატოს“, წერს სოციალურ ქსელში ლაშა ჟვანია.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.