ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ისრიალე სახურავზე წელიწადის ყველა დროს“, – 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
25 თებერვალი, 2019

„ლენდმარკ ბაკურიანი“ – ასე ჰქვია „დუქს დეველოპმენტის“ ინოვაციურ პროექტს ბაკურიანში, რომელიც წელიწადის ყველა დროს მობინადრეებს და დამსვენებლებს, ტერიტორიიდან გაუსვლელად სახურავზე სრიალის საშუალებას აძლევს. 

პროექტის განხორციელებაზე DUX Development-მა იტალიურ კომპანიასთან ერთად იმუშავა, რომელიც 4 სეზონის სათხილამურო ტრასების ინსტალაციის ნოუჰაუს ფლობს. 
„ლენდმარკ ბაკურიანში“ აპარტამენტები განლაგებულია 6 სართულზე, 2 სართული ეთმობა ლობის, სკიდეპოს, ბარს, რესტორანს, ბავშვებისათვის განკუთვნილ გასართობ სივრცეს და სასრიალო სავარჯიშო დარბაზს. 

როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადეს, კომპლექსში არსებული სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მართვას საერთაშორისო კომპანია ჩაიბარებს. 

პროექტში დაგეგმარებულია “სუიტის” და “ჯუნიორ სუიტის” ტიპის აპარტამენტები. აპარტამენტების მართვის და გაქირავების სერვისით კი, მომხმარებელს ეძლევა საშუალება, განხორციელებული ინვესტიცია შემოსავლის წყაროდ აქციოს. 

„კვლევის შედეგად, ადამიანებს აქვთ სურვილი, დამატებითი შემოსავალი მიიღონ იმ ინვესტიციისგან, რასაც ახორციელებენ და ჩვენ ვიფიქრეთ, როგორ აგვესრულებინა ეს ერთ სივრცეში. ამიტომ შევქმენით სრულიად ინოვაციური პროექტი, რომლის სახურავზეც იქნება სასრიალო ტრასა, სადაც რასაკვირველია, დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა სტანდარტი; გვექნება სასრიალო სავარჯიშო დარბაზი, რაც ასევე მეორე ინოვაცია იქნება ჩვენს პროექტში. გვაქვს პრეტენზია, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე; ნომრებიც შესაბამისადაა დაგეგმილი – ყველა არის ტერასით და საუკეთესო ხედებით“, – განაცხადა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა გვანცა ფანჩულიძემ. 

ცნობისთვის: „ლენდმარკ ბაკურიანის“ სათხილამურო ტრასა დიდველთან 600 მეტრში მდებარეობს. პროექტი 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.