ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში სასტუმრო მოეწყობა
25 მაისი, 2021

თბილისში, ისტორიულ უბანში სასტუმრო შენდება. სანქტ-პეტერბურგის ქუჩაზე 38 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. არქიტექტურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ ტერიტორიაზე განთავსებული იყო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, სარდაფით, რომელიც ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების სტატუსით სარგებლობდა. სახლი ქუჩის განაშენიანების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შენობას წარმოადგენდა. დაბალი ერთ სართულიანი შენობა განსაკუთრებული, დახვეწილი საფასადე დეკორით გამოირჩეოდა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, არსებული შენობა აღდგენას არ ექვემდებარებოდა. ახლა შენობის რეაბილიტაცია, დაშლა და იგივე ტექნოლოგიით, ფასადის და ხის აივნის დეტალებით აგება მიმდინარეობს. ერთ სართულიან შენობაზე დაშენება და მიშენების რეკონსტრუქცია.  შენობას უნდა დაშენდეს ორი სართული, რომლის სახურავი აღწევს მომიჯნავე შენობის მესამე სართულის გადახურვის ნიშნულს.

ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში პირველ სართულზე განთავსდება რესტორანი, ნულ სართულზე მოეყობა რესტორანი-მარანი და ტერასა. მეორე სართულზე რეაბილიტაციის პროექტით განთავსებულია სამი ნომერი. სამი ნომერის მოწყობაა ასევე დაგეგმილი მესამე სართულზე.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ არსებულ შენობაზე მიშენების რეკონსტრუქციის ხარჯზე გამოდის ექვს სართულიანი შენობა, სარდაფით. პირველ სართულზე განთავსებულია ლობი, ლიფტი და კიბე რომლის დამხარებითაც სარეაბილიტაციო შენობაში განთავსებულ რესტორნში იქნება შესაძლებელი მოხვედრა. ნულ სართულზე განთავსებულია სამზარეულო. სარეკონტუქციო შენობაის მეორე სართულზე განთავსებულია ოთხი ნომერი, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულებზე დაგეგმილია 8 ნომრის (ოთხ სართულზე 32 ნომერი) მოწყობა.

დამკვეთი განმარტავს, რომ ისტორიულ არქიტექტურული კვლევის რეკომენდაციების საფუძველზე, სარეაბილიტაციო ისტორიულ არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ქუჩის ფასადი და ფასადის დეკორები უცვლელად აღდგება და შეიღებება ლაბორატორიულად გამოკვლეული ფერით, რომელიც მითითებულია ფასადებზე და რენდერებზე. ეზოს მხრიდან იგეგმება არსებული შემინული აივნის რეაბილიტაცია, რომლის ნაწილი შემოსილია ბადით, რომელზე მცოცავი მცენარეები განთავსდება. აივნებზე განლაგებული იქნება მეტალის ქოთნები სადაც მცოცავი მცენარეები დაირგვება.

დამკვეთს ასევე მომზადებული აქვს ისტორიული არქიტექტურული კვლევა, რომელიც ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილს აქვს მომზადებული. დოკუმენტში წერია, რომ სანკტ-პეტერბურგის ქუჩა აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე განაშენიანების ნაწილია და თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ქუჩის ორგანული შემადგენელია. ქუჩის განსაკუთრებული არქიტექტურული ღირებულება განპირობებულია მასზე მდებარე არქიტექტურული ძეგლების სიმრავლით.

 

ხელოვნებათმცოდნე მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქცია უნდა დაექვემდებაროს ძეგლი-შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესს, რომლის ფარგლებშიაც მაქსიმალურად გამოვლინდება უნიკალური ნაგებობის აუთენტური ღირებულება, როგორც მხატვრულ-არქიტექტურული დეტალების აღდგენის, ასევე საფასადე ფერადოვნების დახვეწის კუთხით. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ეზოს მხარეს მიმართული შუშაბანდებიანი ნაწილი ასევე უნდა აღდგეს თავდაპირველი სახით.

ლალი ანდრონიკაშვილს შენობის ეზოს სიღრმეში შესაძლებლად მიაჩნია ქუჩის ისტორიული განაშენიანების თანაფარდი, მოცულობის ჩადგმა, რომლის საფასადე გადაწყვეტა იქნება ფონური აღდგენილი ძეგლისათვის.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.