ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ისტორიული ციხესოფელი მუცო პირვანდელ იერს დაიბრუნებს
04 სექტემბერი, 2018

ციხესოფელი მუცო პირვანდელ იერს დაიბრუნებს. მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო  ფონდი „ქართუს“ ფინანსური  მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა ქვედა უბნის კოშკები და შენობა-ნაგებობები.  აღდგა 20-მდე ციხე კოშკი.

წელს იგეგმება სოფლის ზედა უბნის სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული მოწყობა. 

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე მუცოში მიმდინარე პროექტს გაეცნო და ტურისტებს გაესაუბრა, მათი შთაბეჭდილებებისა და იმ საჭიროებების შესახებ მოისმინა, რომლის გათვალისწინებაც მუცოს კიდევ უფრო მიმზიდველ ტურისტულ ობიექტად აქცევს.

ვიზიტის ფარგლებში შალვა კერესელიძე სასაზღვრო ზონას ესტუმრა და მესაზღვრეებს პირადად გაესაუბრა. სასაზღვრო ზოლზე მესაზღვრეები კავკასიონზე საქართველოს უსაფრთხოების სადარაჯოზე ძირითადად ხევსურეთის მაღალმთიანი სოფლის მკვიდრები არიან.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.