ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ისტორიული მარნები ამბროლაურში
20 აპრილი, 2018
 
ამბროლაურის რაიონის სოფელ ქვიშარში ისტორიული მარნების არსებობის შესახებ შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, თუმცა ადგლობრივებისთვის ეს ნამდვილად საამაყოა.
 
ადგილობრივი მაცხოვრებლების გადმოცემით ისტორიულ მარნებს "დადიანების მარანს" უწოდებენ. მარანში შეინიშნება ქვევრების არსებობის კვალი.
 
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა ისტორიული მარნების ნარჩენები და ქვიშარში მდებარე უძველესი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, მისი იერსახის შენარჩუნების მნიშვნელობაზე აღნიშნა.
 
ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ სოფ.ქვიშარი უძველესი წარმოშობისაა, ამას მოწმობს მის ტერიტორიაზე ნაპოვნი ნივთებიც, რომლებიც ჩვ.წ.აღ – მდე lV-lll საუკუნეებით თარიღდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.