ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ისტორიული ქალაქების მე-6 კონფერენცია
01 დეკემბერი, 2015

დღეს, 1 დეკემბერს, საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან თანამშრომლობით ისტორიული ქალაქების რიგით მეექვსე კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი - ნიკა ანთიძე, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის გენერალური დირექტორი - იორნ ჰოლმე, სააგენტოს თანამშრომლები და დარგის სპეციალისტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ოთხი ქალაქის ხელმძღვანელი პირი (ჭიათურა, გორი, თელავი, დუშეთი) ნორვეგიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.ისინი გაეცნენ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის რესურსებისა და ინდუსტრიული მემკვიდრეობის  მართვის ნორვეგიულ გამოცდილებას.

შეხვედრის თემა იყო  სამართალდარღვევები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში.ასევე თანამშრომლობის ფარგლებში სამომავლო  გეგმები და პერსპექტივები განიხილეს.

 

01.12.2015 წელი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.