ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იტალიაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა
28 თებერვალი, 2019

იტალიაში საქართველოს საელჩოს, რომის სომელიეთა ასოციაციის “დივინამენტე რომა”-ს და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით ქართული ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია – “ყველაფრის დასაწყისი” გაიმართა. 

როგორც „კომერსანტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ. თავის გამოსვლაში ელჩმა ქართული მეღვინეობის განსაკუთრებულ კულტურულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიის, ტრადიციების და კულტურის შესახებ.

საღამოს ფარგლებში, ეროვნული ღვინის სააგენტოს წარმომადგენელმა, გიორგი თევზაძემ საზოგადოებას ქართული ღვინის უძველესი ისტორია და ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია გააცნო. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნა 4 სხვადსხვა სახეობის ქვევრის ღვინო.

აღსანიშნავია, რომ დეგუსტაციაზე ქართულ ღვინოებთან ერთად, დაგემოვნდა იტალიელი და ბერძენი მეღვინეების ქვევრებში დამზადებული ღვინოები. მათ შორის გახლდათ ცნობილი იტალიელი მეღვინისა და ევროპაში ქართული ქვევრისა და ქართული ტექნოლოგიის პიონერის, იოსკო გრავნერის “რიბოლა”, რომელიც მისმა ქალიშვილმა მატეია გრავნერმა წარმოადგინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სომელიეები, იტალიური ღვინის მწარმოებელი კომპანიების და მედიის წარმომადგენლები.

www.commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.