იტალიის ალპებში მთის მუზეუმის ქსელის ავტორი სვანეთში მთის ცენტრის აშენებას გეგმავს
სვანეთში “კავკასიის მთის ცენტრი'' აშენდება. მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა „კავკასიის მთის ცენტრის“ შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 2017 წლის ივლისში, საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
მესნერი, წლებია, იტალიის ალპებში მთის მუზეუმების ქსელს ავითარებს და „კავკასიის მთის ცენტრი“ სწორედ, ამ ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება.
ცნობილი ალპინისტი, გასულ წელს გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, ქართულ მთებს სივრცითი დაგეგმარების ექსპერტებთან და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ამჯერად, რაინჰოლდ მესნერი სპეციალური ვიზიტით ეწვია სვანეთს და მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ცნობილ არქიტექტორ ვერნერ ჩოლთან ერთად დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა, ცნობილმა ალპინისტმა და არქიტექტორმა „კავკასიის მთის ცენტრის“ პროექტის დეტალები პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელთან ალექსანდრე ონოფრიშვილთან, და მთის დამგეგმავთან, გიორგი გოცირიძესთან ერთად განიხილეს.
"ეს არის დიდი შესაძლებლობა - ტურიზმის შემდგომი განვითარებისა საქართველოში. მოხარულნი ვართ, რომ პროექტი იწყება და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საჩვენებელი ადგილი საქართველოსა და მთელ რეგიონში. ეს იქნება უდიდესი ბიძგი მთის ტურიზმის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, მოიზიდავს უამრავ ტურისტს, რომლებიც ეზიარებიან იმ უნიკალურ კულტურას, რასაც ჰქვია საქართველო, რასაც ჰქვია სვანეთი და ყველაფერი ამის პარტნიორი იქნება რაინჰოლდ მესნერი, ადამიანი, რომლის სახელიც ცნობილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით," - განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა მსოფლიოში ცნობილ მთამსვლელთან შეხვედრისას, რომლზეც „კავკასიის მთის ცენტრის" პროექტის დეტალებზე იმსჯელეს.
მესნერი, წლებია, იტალიის ალპებში მთის მუზეუმების ქსელს ავითარებს და „კავკასიის მთის ცენტრი" სწორედ, ამ ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, „კავკასიის მთის ცენტრი" იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი მთამსვლელებისთვის და საქართველოში ამ მიმართულების სამომავლო განვითარებისთვის.
რაინჰოლდ მესნერის თქმით, პროექტი დიდი შესაძლებლობაა, რომ საქართველო მოექცეს მსოფლიო ალპინიზმის ყურადღების ცენტრში, რისი პოტენციალიც ქვეყანას ნამდვილად გააჩნია.
„კავკასიის მთის ცენტრი" მთელ მსოფლიოს მოუთხრობს ადამიანისა და მთის ურთიერთობების შესახებ. მშენებლობას ჩვენ, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დავიწყებთ. თქვენი ბუნება ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიში, განსაკუთრებით უშბა - უმნიშვნელოვანესი მთა ალპინიზმის ისტორიაში. თქვენი მთები იდეალურია ალპინიზმისა და სამთო ტურებისთვის. ვფიქრობ, კავკასიის მთები მალე არაფრით ჩამოუვარდება ალპებს - მთელი მსოფლიოს მასშტაბით ალპინისტების, სამთო ტურების მოყვარულების ყურადღების მიპყრობის თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მსოფლიოში ცნობილმა ალიპინისტმა.
რაინჰოლდ მესნერი მსოფლიოში პირველი მთამსვლელია, რომელმაც 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე დაიპყრო და თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა.
ალპინისტმა ურთულესი ასვლების განხორციელება 13 წლის ასაკიდან დაიწყო. ამ პერიოდში იგი, თავის 11 წლის ძმასთან ერთად, ევროპის საუკეთესო მთამსვლელებში შედიოდა. მესნერი პირველია, რომელმაც ფეხით გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს. იგი ასევე იყო ევროპარლამენტის წევრი.
www.travelingeorgia.ge