ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იუსტიციის სახლში საზღვრის კვეთის ცნობების გაცემა დაიწყო
24 ივლისი, 2019

იუსტიციის სახლში საზღვრის კვეთის ცნობების გაცემა დაიწყო. როგორც Bm.ge-ს იუსტიციის სახლში განუცხადეს, აღნიშნული სერვისი, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის, რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია და მისი მიღება უკვე დღეიდან იქნება შესაძლებელი.

ამასთან, როგორც  იუსტიციის სახლში განმარატავენ, ცნობის მომზადების ვადა და საფასური 5 დღეში – 20 ლარს; 3 სამუშაო დღეში – 35 ლარს; 1 სამუშაო დღეში კი 45 ლარს შეადგენს.

“უახლოეს მომავალში მომხმარებელი შსს-ს მომსახურების კიდევ ერთი სერვისის -„ცნობა ავტოსატრანსორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მიღებას შეძლებს. მიმდინარეობს მუშაობა, სხვა უწყებების არაერთი სერვისის დანერგვის მიმართულებითაც, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას – კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი”-აცხადებენ იუსტიციის სახლში.

შეგახსენებთ:„ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“ არის დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე გაიცემა და ასახულია ინფორმაცია მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან/და გადმოკვეთის თაობაზე.

BM.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.