ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია
02 დეკემბერი, 2020

„განმუხურში 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია“, ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2022 წელს დასრულდება.

„საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა. სასტუმროში, სადაც 160 ნომერი განთავსდება, თავმოყრილი იქნება აუზი, სპა, სატრენაჟორო დარბაზი, ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნები, რესტორანი, ლაუნჯ ბარი და დამატებითი სივრცეები ბიზნეს შეხვედრებისა და კონფერენციებისათვის.  აღნიშნული პროექტი 35,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართია 18 000 კვ.მ“, - განმარტავენ „თანაინვესტირების ფონდში“.

განმუხურში 5 ვარსვკლავიანი სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით გასულ წელს გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რამაც პროექტის დაკორექტირება გამოიწვია. "კომერსანტი" პროექტის ახალი ვარიანტის რენდერებს გთავაზობთ.

 

შეგახსენებთ,  თავის დროზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განმუხურში სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობაზე ურთიერთსაპირისპირო პოზიციებს აფიქსირებდა. პროექტი თავიდან მოსწონდა, შემდგე კი მის წამგებიანობაზე ალაპარაკდა. საბოლოოდ, ბოტანიკური ბაღის მშენებლობა კლიმატური რისკების გამო გადაიფიქრა, ხოლო რაც შეეხება 5 ვარკვლავიან სასტუმროს, ამგვარად შეაფასა:

„მე ეს მიწა შესყიდული მაქვს და ალბათ, გაისად დავიწყებ მშენებლობას. ცოტა შემიფერხდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში პირობით საზღვართან ასეთი კლასის სასტუმროს აშენებას. თუ ვინმე მოისურვებს აქ რამის აშენებას, მე მზად ვარ, ვაჩუქო ეს ტერიტორია, უფასოდ მივცე“, - აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი

ბაჩო ადამია

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.