ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ივლისიდან ვენეციის მოსანახულებლად წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ
10 მაისი, 2022

1-ლი ივლისიდან ვენეციაში ​​ტურისტების რეგისტრაციის სისტემა ამოქმედდება. მოგზაურები იტალიის ქალაქს წინასწარი ელექტრონული საშვის გარეშე ვეღარ მოინახულებენ. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

ვენეციის ხელისუფლებამ ტურისტების ნაკადის რეგულირებისა და ქალაქში ფასიანი შესვლის იდეა ჯერ კიდევ 2019 წელს გაახმიანა.

ზომების შემოღებაზე გადაწყვეტილება აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მიიღეს, როცა ქალაქს სამი დღის განმავლობაში, თითქმის, 500 000 ადამიანი სტუმრობდა, ხოლო მოსახლეობას ტურისტების სიჭარბის გამო პრობლემები შეექმნა.

სისტემა თავიდან ექსპერიმენტულ ფორმატში იმუშავებს. სპეციალურ პლატფორმაზე ან მობილურ აპლიკაციაზე წიანასწარი უფასო რეგისტრაციის შემდეგ ტურისტი ქალაქის მოსანახულებლად სპეციალურ QR კოდს მიიღებს.

თუმცა 2023 წლისთვის ხელისუფლება ვენეციაში შესვლაზე გადასახადის შემოღებას გეგმავს. მოგზაურებს, სეზონისა და კვირის დღის მიხედვით, 3-დან 10 ევროს გადახდა მოუწევთ. ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები, რომლებიც ღამის გასათევად ვენეციის რომელიმე სასტუმროში დარჩებიან, გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამასთან, ქალაქის ხელისუფლება ტურისტების წახალისებას მუზეუმებსა და რესტორნებში ფასდაკლებით გეგმავს.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.