ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
30 ივლისს თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა სიონში დამბალი ხაჭო ფესტივალი გაიმართება
27 ივლისი, 2017

შპს "სანათას სახლი" და ა(ა)იპ "ჩვენი ფშავი" სოფლის მეურენეობის სამინისტროს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, 2017 წლის 30 ივლისს თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე. დამბალი ხაჭოს ფესტივალი გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა დამბალი ხაჭოს და სხვა ნატურპროდუქტის გამოფენა-გაყიდვა,  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობით. 

ღონისძიებაზე მოწვეული არიან თანამედროვე ფშაური ლექსის და კაფიის საუკეთესო მთქმელები. 

გაიმართება ტრადიციული კონკურსები საუკეთესო ხარისხის დამბალი ხაჭოს დამამზადებლის და დამბალი ხაჭოს თემაზე საუკეთესო ლექსის ავტორების გამოსავლენად.

ღონისძიება დაიწყება დღის 12.00 საათზე.

www.ipress.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.