ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ივლისში ტურიზმი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 37%-ით აღდგა
11 აგვისტო, 2021

ივლისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 230 ათასამდე, მათ შორის ტურისტების რიცხვი კი 474%-ით 214 ათასამდე გაიზარდა, თუმცა ტურიზმი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაგეგმილი 50%-ის ნაცვლად მხოლოდ 37%-ით აღდგა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

13 ათას, 24 ათას და 34 ათას პროცენტიანი ზრდის შემდეგ, ივლისში ისრაელიდან ვიზიტორთა რაოდენობა 70 000%-ით 17 554-მდე გაიზარდა. იმის გათვასლისწინებით, რომ 30 ივლისიდან ისრაელმა კოვიდის გამო საქართველო წითელ ზონაში შეიყვანა და საკუთარ მოქალაქეებს გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საქართველოში მოგზაურობა აუკრძალა, აგვისტოში ასტრონომიული ზრდა დასრულდება. საქართველოში მოგზაურობა არ აუკრძალია, მაგრამ ქვეყანას ძალიან მაღალი რისკის სტატუსი ნიდერლანდებმაც მიანიჭა. ინფიცირების რეკორდული ზრდის ფონზე, შესაძლოა მათ მაგალითს სხვებმაც მიბაძონ.

უცნობია ზუსტად რა გავლენა იქონია დარგზე 5-6 ივლისის ძალადობრივმა ქმედებებმა პოლონელი ტურისტის დაჭრამ, შემდეგ უკვე გერმანელი დიჯეის ცემამ და ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობამ. ჯავშნების ნაწილი ნამდვილად გაუქმდა, თუმცა ზუსტად რამდენი ან რამდენმა გადაიფიქრა საერთოდ ქვეყანაში ჩამოსვლა ამის შესახებ სანდო კვლევა არ არსებობს.

იანვარ-ივლისში საქართველოს საზღვარი სულ 746 ათასმა საერთაშორისო მოგზაურმა გადმოკვეთა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-ით და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით ნაკლები, მათ შორის ვიზიტორების რაოდენობამ 695 ათასს მიაღწია, რაც შესაბამისად 83 და 46 პროცენტიან ვარდნას ნიშნავს. ვიზიტორებში ტურისტი 336 ათასი იყო, 2019 წლის პირველ 7 თვესთან შედარებით 76%-ით ნაკლები და 2020 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 28%-ით ნაკლები. რადგან გასული წლის იანვარში ტურიზმის 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ნულოვანი ზრდა თებევალშიც შენარჩუნდა გასული წლის ჯამური მაჩვენებლები ჯერ კიდევ სჯობს წლევანდელ მონაცემებს.

მთავრობას სურს, რომ წელს ტურიზმი პანდემიმდელ პერიოდთან შედარებით 50%-ით აღდგეს, რაც დარჩენილ თვეებშიც კი გამორიცხულია. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელი პერიოდის 40%-ს მიაღწევს, რაც ასევე ძალიან ძელად შესასრულებელი მისია იქნება. იმავე კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზით 2022 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლს 10%-ით გადააჭარბებს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.