ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ივნისიდან უკრაინაში ექსპორტი განვაახლეთ - თბილღვინო
10 აგვისტო, 2022

„მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან ჩვენ უკრაინაში გადატვირთვები განვაახლეთ“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“  ღვინის მწარმოებელი კომპანია ,,თბილღვინოს“ დამფუძნებელმა, ზურაბ მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით „თბილღვინომ“ უკრაინაში ომამდე არსებული პარტნიორების გარდა კიდევ ორი ახალი პარტნიორი გაიჩინა.

 „გარდა ომამდე არსებული პარტნიორებისა კიდევ ორი პარტნიორი დავიმატეთ, ერთთან უკვე გადავტვირთეთ კიდეც, რაც შეეხება რუსეთს, ომის დაწყებიდან ერთ თვეში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფინანსური სირთულეების და გრძელვადიანი დაგეგმარების შეუძლებლობის გამო რუსეთში გადაზიდვები შეგვეწყვიტა, ამან რა თქმა უნდა გადატვირთვები მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა  კარი გაგვიხსნა ახალი შესაძლებლობების ძიებისკენ და წლის ბოლოს ვგეგმავთ, რომ ის შემცირებები რაც ამ ვითარებამ მოგვაყენა მინიმუმამდე  დავიყვანოთ, თუმცა კონკრეტიკა წლის ბოლოს გვექნება.

სტაბილურ ბაზრებზე, სადაც  დიდი ხანია ვიყიდებით იქ ვეძებთ შესაძლებლობებს, პლუს ვმუშაობთ იმ ახალ ბაზრებზეც, რომელიც თავისი მაღალი მოხმარების კულტურით გამოირჩევა,  თუმცა  კონკრეტულ  ციფრებს  ვერ  გაგიჟღერებთ,  იმიტომ რომ ეს  პროცესი  ახლა  მიმდინარეობს, ზოგი წარმატებული იქნება,  ზოგი ნაკლებად წარმატებული, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - აღნიშნა ზურაბ მარგველაშვილმა.

თბილღვინოს ღვინო ექსპორტზე 30 -მდე ქვეყანაში გადის, ყველაზე  მსხვილი  ბაზრებია ყაზახეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, დასავლეთ ევროპის  ქვენებს  გაყიდვების დაახლოებით 20%-ს უჭირავს, გარდა ამისა, აშშ, ჩინეთი და სხვა  ქვეყნები. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ არა ომი რუსეთის ბაზარზე კო მპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 20-21% ღვინო  უნდა გასულიყო.

„საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივისში საქართველოდან 34 063.55 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, 2021 წლის 6 თვეში კი 34 105.98 ტონა. როგორც აღნიშნული მაჩვენებლებიდან ჩანს კლება მიზერულია.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.