ბლუზისა და ღვინის ფესტივალი წელს პირველად ჩატარდება საქართველოში – ღია ცის ქვეშ, ლაგოდეხის/ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ღონისძიება 17-18 ივნისს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება.ფესტივალი ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება და მას ოფიციალურად ჩიკაგოელი ბლუზ-დივა შერონ ლუისი გახსნის.
ბლუზისა და ღვინის ფესტივალი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.