ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ივნისში ბათუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი 59%-ით გაიზარდა
07 ივლისი, 2017

ბათუმის აეროპორტის მმართველი TAV Georgia ივნისში მგზავრთნაკადის რეკორდულ მაჩვენებელზე იტყობინება. მათი ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 59%-ით გაიზარდა. შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 60 912 გადაიყვანა. 

რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, კომპანიის ინფორმაციით, მგზავრთნაკადი გაიზარდა თბილისშიც 48%-ით და აეროპორტი ივნისში 281 647 მგზავრს მოემსახურა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემები გუშინ შეაჯამა. 

2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით საქართველოს 666,493 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 147,7357-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +28.5%)-ია. 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.