სასტუმრო მენეჯმენტის კომპანია „ფლიქს ჯგუფი“ ივნისში, კახეთში ახალ სასტუმროს ხსნის.
სასტუმრო „შატო ართ ვაინი“ კახეთში, თელავთან ახლოს, სოფელ ართანაშია. კონცეფცია აერთიანებს ქართული ტრადიციული სამზარეულოს და ღვინის წარმოების ისტორიას, რომელიც ინტეგრირდება თანამედროვე ინტერიერში. სასტუმრო არის 4 ვარსკვლავიანი და მოიცავს 32 ნომერს.
„შატო ართ ვაინი“ აერთიანებს მარანს, რესტორანს, ტერასას, ბარს, მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს, ღია საცურაო აუზს და საუნას. ნომრის ღირებულება საუზმით 2 პერსონაზე საშუალოდ 240 - 360 ლარამდე განისაზღვრება.
სასტუმრო აწარმოებს ღვინოს სახელწოდებით „შატო ართ ვაინი“, რომელიც ექსკლუზიურად სასტუმროს დამსვენებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. როგორც „კომერსანტს“ სასტუმროს მარკეტინგის კონსულტანტი მარიამ ტყაბლაძე უყვება „შატო ართ ვაინი“ საინტერესო ლოკაცია იქნება, როგორც ადგილობრივი ვიზიტორისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის:
„შატო ართ ვაინი“-ს მთავარი მიზანი სტუმარ-მასპინძლობის მაღალი სტანდარტებისა და ქართულ ტრადიციების დაცვაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაღალი ხარისხის, ჯანსაღი, ქართული პროდუქტების შერჩევას და უნიკალური გემოების შეთავაზებას ჩვენი სტუმრებისთვის.
„შატო ართ ვაინი“ წლის ოთხივე სეზონზე გამორჩეული ლოკაცია იქნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის,“ - ამბობს მარიამ ტყაბლაძე.
“ფლიქს ჯგუფი“ გახლავთ სასტუმროების მენეჯმენტისა და კონსალთინგის კომპანია, რომელიც ამ ეტაპზე 5 სასტუმროს მართავს. დამკვეთებს შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი სერვისებით, როგორიცაა: სასტუმროს გახსნის წინა გეგმის შედგენა;ოპერაციების მენეჯმენტი;მარკეტინგი და გაყიდვები;HR მენეჯმენტი, სოციალური ქსელების მართვა; ტრენინგები და მასტერკლასები.