ივნისის მონაცემებით, საქართველოს წყლებზე მაშველებმა 45 ადამიანი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქვეყნებს.
ვიდეორგოლში, რომელიც უწყებამ გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ გადარჩენილებიდან 14 არასრულწლოვანი და 11 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
თითო გადარჩენა გმირული საქციელია და ხშირად ამ გმირობის უკან ერთ მაშველზე მეტი დგას“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში.
Commersant.ge