ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ივნისში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა
17 ივლისი, 2023

2023 წლის ივნისში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა და წლიურად 24% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი საგრძნობლად გაიზარდა და 342 ლარს გაუტოლდა.

2023 წლის ივნისში, არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი, თიბისი ბანკის არხებით, კვლავ მაღალ ნიშნულზეა და 62% შეადგინა 2019 წელთან შედარებით.

ივნისში, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი რესტორნებსა და კაფეებში, თიბისი ბანკის არხებით, მზარდია და 2022 წელთან შედარებით 27% შეადგინა. ასევე გაიზარდა საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე, რომელიც 28 ლარს უტოლდება.

უნაღდო დანახარჯები გართობაზე, თიბისი ბანკის არხებით, გაუმჯობესდა და წლიურმა ზრდის ტემპმა 68% შეადგინა.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.