ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ივნისში ტურიზმში, მშენებლობაში, ვაჭრობაში და სხვა დარგებში – ზრდა, საფინანსო სექტორში კი, კლება დაფიქსირდა
01 აგვისტო, 2019

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის  წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.

2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მრეწველობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში,
მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, სასტუმროებსა და რესტორნებში.კლება დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობაში.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.