ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“იწის წყალის” ქოლგის ქვეშ რაჭაში მარანი იხსნება
09 სექტემბერი, 2019

კომპანია “იწის წყალის” ქოლგის ქვეშ რაჭაში მარანი იხსნება. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დირექტორმა ვლადიმერ გურგენიძემ განაცხადა. როგორც გურგენიძე ამბობს, მშენებლობა დასრულებულია, დარჩენილია მარნის საჭირო დანადგარებით აღჭურვა. გურგენიძის თქმით, მარანი 2019 წლის რთველისთვის სრულად აღჭურვილი იქნება.

“მშენებლობის ეტაპი ფაქტობრივად დასრულებულია, დარჩენილია დანადგარებით აღჭურვა. რთველისთვის უკვე სრულად დასრულებული იქნება. მარნის მშენებლობაზე საერთო ჯამში 1,3 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის მეორე ეტაპია მარანზე მცირე ზომის სასტუმროს გაკეთება, რომლის დასრულებაც 2021 წლისთვის გვაქვს დაგეგმილი. სასტუმროს ნომრების რაოდენობას რაც შეეხება არის ორი ვარიანტი, იყოს 10 -ნომრიანი ან გავაკეთოთ ხედის გათვალისწინებით ვერანდა და ამ შემთხვევაში ნომრების რაოდენობა შემცირდება,“-ამბობს კომპანია “იწის წყალის” დირექტორი ვლადიმერ გურგენიძე.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.