ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება
05 ოქტომბერი, 2022

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქართველო  ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) მასპინძლობს, რაც ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად,  არ არის და სწორედ, ეს ფაქტი ანიჭებს  ჯილდოს მნიშვნელოვნებას. 

პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. დაინტერესება ქართველი მწარმოებლებისგან დიდია, მათ შორის  მცირე და საშუალო მარნები აქტიურად რეგისტრირდებიან კონკურსში. მნიშვნელოვანია, რომ IWSC-ის  კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს დასრულდება.

“მსოფლიო მასშტაბით არაერთ ღვინის საერთაშორისო კონკურსს ვიცნობთ, თუმცა IWSC გამორჩეულია თავისი მრავალწლიანი ისტორიით. IWSC ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელსაც 50 წლიანი ისტორია აქვს. ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ ახალი ტალანტები ღვინის სფეროში, რათა მსოფლიომ გაიცნოს. კონკურსი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა. ჟიურს, რომელიც ღვინოს აფასებს მსოფლიო დონის მეღვინეები, სომელიეები და ბაიერები წარმოადგენენ. კონკურსის საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას. ასევე ეს არის შანსი მცირე და საშუალო მეღვინეებისთვის, ამიტომაც ისინი აქტიურად რეგისტრირდებიან, “ - აღნიშნავს  IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე.

კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური შეაფასებს,რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან,  ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია.

"საოცარი მოვლენა ხდება ღვინის სფეროში. ჟიურის წევრების გამოცდილების საქართველოში გაზიარება  განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც ღვინის, ასევე ტურიზმის სექტორისთვისაც. ისინი არ არიან მხოლოდ ღვინის სფეროს წარმომადგენლები, არიან ბაიერებიც, რომლებთან კომუნიკაციაც ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს.  გარდა იმისა, რომ ვიღაც გაიმარჯვებს, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება ყველასთვის. კონკურსს ეყოლება გამარჯვებულები, ყველა მონაწილე კი - მოგებული დარჩება. თითოეული ღვინის განხილვა ხდება დეტალურად და ჟიურის წევრების შეფასებებს, ეს იქნება დაკავშირებული გემოვნურ თვისებებთან და ა.შ. ყველა მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს, “ –ამბობს მარიამ გუჯაბიძე.

ცნობისთვის, კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია IWSC-ის ვებგვერდზე.  IWSC-ის კონკურსის საქართველოში ჩატარების ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორი გურჯაანის ღვინის ფესტივალია. კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.