ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ИЗВЕСТИЯ: რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტული ავიაბილეთები 13%-ით გაძვირდა
10 ივლისი, 2019

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ტრანზიტული ავიაბილეთების ფასები 13%-ით გაძვირდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა Известия ავრცელებს.

სტატიაში, რომელიც ბილეთების ბიუროს, Biletix-ის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი, ნათქვამია, რომ ორივე მიმართულებით ბილეთებზე საშუალო ფასი 15,800 -დან 17,9 00 რუბლამდე გაძვირა.

გამოცემის ცნობითვე, მინსკის გავლით თბილისში გაფრენა 12,9 ათასი რუბლი ჯდება, ხოლო სტამბულით – 19 ათასი რუბლამდე.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აიკრძალა. მიზეზად ოკუპირებულ ქვეყანაში, საქართველოში, გავრილოვის ვიზიტის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებსა და “რუსოფობიას” ასახელებენ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.