ИЗВЕСТИЯ – საქართველოსთან ავიამიმოსვლა მინიმუმ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგება
დღეს რუსულმა Известия-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა მინიმუმ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ მოხდება. ამის შესახებ რუსული გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
“როგორც Известия-ს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის აკრძალული იქნება მინიმუმ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, თუკი იქამდე, ვითარების კარდინალური ცვლილება არ მოხდება,” – ნათქვამია სტატიაში.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, ვლადიმირ პუტინის განკარგულების საფუძველზე აიკრძალა.
ამ აკრძალვის შედეგი იმაზე მცირე ზომის იყო, ვიდრე ამას საქართველოს მთავრობა პროგნოზირებდა, უფრო კონკრეტულად კი 2019 წლის ივლისში საქართველოში სულ 159,063 რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით ნაკლები იყო, აქედან, 50,849 – სატრანზიტო ვიზიტორი, 108,214 კი, ტურისტი იყო. უშუალოდ რუსი ტურისტების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8%-ით (18,851-ით) ნაკლები იყო. შესაბამისად, ტურისტების 14%-იანი კლება რუსეთში 70%-იან კლებად არის გასაღებული.
bm.ge