ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჯადოსნური დღეები მთაწმინდის პარკში იწყება
22 დეკემბერი, 2017

მთაწმინდის პარკი საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება. კომპანიის ცნობით, ღონისძიებები ოფიციალურად 25 დეკემბერს გაიხსნება და 14 იანვრის ჩათვლით გასტანს.

საახალწლო ზეიმზე პატარებს სანტა კლაუსი საჩუქრებით ელის.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში მთაწმინდის პარკმა ბავშვებისთვის საგანგებო პროგრამა მოამზადა. გაიმართება საბავშვო კონცერტები, ილუზიონისტის შოუ, საცირკო და თეატრალური წარმოდგენები. პატარების გართობაზე იზრუნებენ მიმები და ჯამბაზები.

გარდა ამისა, გაიმართება საჩუქრების გათამაშებები.

ის ვინც შანსს არ გამოტოვებს და მთაწმინდის პარკს ეწვევა, მთაწმინდის პარკი ნამდვილ საახალწლო გარემოს და უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.

ღონისძიებებზე დასწრება სრულიად უფასოა, თუმცა მათ ვისაც შვილებთან ან მეგობრებთან ერთად კიდევ დამატებით სურს გახალისება 17-ლარიანი საახალწლო მოსაწვევის შეძენა შეუძლია. მოსაწვევში შედის საჩუქარი სანტასგან, ატრაქციონი - მინი ამერიკული მთები, თოჯინების თეატრი - მაშა და დათვი, თამაში ტირებში - რგოლები, თამაში ტირებში - ჯამბაზები, ვიდეოთამაშების დარბაზში - მაგიდის ჰოკეი, ვიდეოთამაშების დარბაზში - კალათბურთი.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.