ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჭავჭავაძის გამზირზე Golden Tulip-ის ბრენდის სასტუმრო აღარ აშენდება
11 ივლისი, 2017

"ლაბეი დეველოპმენტმა"  თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე Golden Tulip-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა გადაიფიქრა. კომპანიის წარმომადგენელი ზურაბ ნეფარიძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე ყოფილი „ლეჩკომბინატის" შენობის დემონტაჟი მოახდინეს, რადგან ის ამორტიზებული იყო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა პროექტი განხორციელდება მის ნაცვლად.

„ არქიტექტორები მუშაობენ პროექტზე და ამ ეტაპზე უცნობია, რას ავაშენებთ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის" აცხადებს ნეფარიძე

კომპანიას ვაკეში სასტუმროს პროექტი, რამდენიმე წლის წინ უნდა განეხორციელებინა, თუმცა ფინანსური სირთულეები გამო, მისი დასრულება ვერ მოახერხა. მთავრობამ „ლაბეი დეველოპმენტი" საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგანაც გაათავისუფლა. „გოლდენ ტულიპის" კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობას კომპანია ვაკის პარკთან გეგმავდა, თუმცა კომპანიამ ტერიტორია გაასხვისა.

ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.