შაბათს, 29 ივლისს, 20:30-ზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის მიმდებარედ, „ბლუზვილიჯის“ სცენა - ვირტუოზ გიტარისტ სტივ მორისონს ეთმობა, რომელსაც აკომპანირებას ქართველი მუსიკოსები - დრამერი კახა კვირიკაშვილი და ჰარპი კოკა მამალაძე გაუწევენ.
სტივ მორისონის ექვსივე ალბომი სარეკორდო მაჩვენებლით იყიდება. გიტარაზე დაკვრის უჩვეულო მანერის წყალობით სტივი გასულ წელს „გიტარის ვარსკლავების“ ფინალისტი გახდა. მუსიკალურ სამყაროში სტივს უწოდებენ ბენდს ერთ ადამიანში. მუსიკოსის თბილი ბრიტანული აქცენტით ნამღერი მელოდიები ბუნებრივად ქმნის საცეკვაო განწყობას.
კონცერტის დაწყებამდე ბლუზვილიჯის ღია სივრცე დაეთმობა ორგანიზაცია Nova Societa-ის მიერ მომზადებულ გამოფენას - „ევროპა მე-19 საუკუნის ქართველების თვალით“ -ქართველ საზოგადო მოღვაწეთა მოსაზრებები პრესის ფურცლებზე.
საქართველოში პირველი საერთაშორისო ბლუზფესტივალი მიზნად ისახავს ერთი მხრივ, ბლუზის განვითარების ხელშეწყობას, მეორე მხრივ, კახეთის რეგიონში, კერძოდ, ლაგოდეხში, ტურისტული პოტენციალის გაზრდას. მისი მხარდამჭერია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის ადმინისტრაცია, საინფორმაციო სააგენტოები.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: