ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება
04 ივნისი, 2017

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე შეხვდა მსოფლიო ბანკის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯვრის მონასტრის მოძღვარი მამა ექვთიმე და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე განიხილეს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების საკითხი, რომელიც მსოფლიო ბანკის, მცხეთის ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აქტიური ჩართულობის ფარგლებში განხორციელდება. აღნიშნული უწყებების წარმომადგენლებმა გუბერნატორთან ერთად ჯვრის მონასტრის ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობის შესაძლო ალტერნატივებზე ისაუბრეს, პირველ ეტაპზე განსახორციელებელი პრიორიტეტული მიმართულებები გამოკვეთეს და საქმიან პროცესში სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებისგან სრული მხარდაჭერის პირობა მიიღეს.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.