K2 - კაფე ბათუმში, რომელიც თქვენს საყვარელ სივრცედ იქცევა
ბათუმში, ევროპის მოედანთან, დუმბაძის 12 ნომერში კაფე „K2“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ორ ბარს შორის მოქცეულმა სივრცემ, სადაც რამდენიმე წელის განმავლობაში საცხოვრებლის მშენებლობა იგეგმებოდა, მეზობელი ბარების მფლობელებმა აითვისეს და ძალიან მყუდრო და ფერადი გარემო შექმნეს.
კაფეს ინტერიერიცა და გარემოც განსხვავებულია სხვა სივრცეებისგან. იგი მოწყობილია ძველ შენობებს შორის მოქცეულ ეზოში.
ასეთი შიდა ფასადი კაფეს მეტად საუცხოოსა და ორიგინალურს ხდის.
ეს კაფე რომ მეტად ორიგინალურია, ამაში მხოლოდ ერთი დეტალიც კი დაგარწმუნებთ, როგორიცაა ერთ-ერთ ძველ საცხოვრებლის ნახევრად შემორჩენილ კედელზე გასული საუკუნის წითელი ავტომობილი, რომელიც დეკორაციასთან ერთად განათების ფუნქციასაც ითავსებს.
მეტი კომფორტისთვის კაფეში სკამებთან და მაგიდებთან ერთად პუფები და ჰამაკებიცაა, სადაც შეგიძლიათ კომფორტულად მოთავსდეთ და განიტვირთოთ.
ეზოში არსებული ძველი საცხოვრებლებიდან ერთი სამზარეულოდაა გამოყენებული, მეორე კი - ბარისთვის. სულ მალე კი ამ სივრცეში ხელნაკეთი სუვენირებისა და აქსესუარების მაღაზია "ბოლო გარაჟიც” გაიხსნება.
K2-ში სივრცე თავისუფალია, ხოლო გარემო - მეგობრული. ამ არაჩვეულებრივ გარემოში თქვენ შეგიძლიათ უამრავი სახის კერძი დააგემოვნოთ.
მენიუ ძირითადად ევროპული კერძებზე და სწრაფ კვებაზეა ორიენტირებული. K2-ში განსაკუთრებულად გემრიელ ბურგერებს და კოქტეილებს ამზადებენ, მათი გასინჯვის გარეშე ამ ადგილის დატოვება ნამდვილად დანაშაულის ტოლფასია.
ასე რომ, თუ ზაფხულში ცხელი დღეების გატარებას ბათუმში აპირებთ, აუცილებლად გირჩევთ, რომ ესტუმროთ ამ ადგილს. გარემო ისეთი კარგი და ორიგინალურია, რომ სხვაგან ასეთს ნამდვილად ვერ შეხვდებით.
www.travelingeorgia.ge