ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კაფე-ბარი, სწრაფი კვების ობიექტი და მარკეტი - ტაბახმელაში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება
12 მაისი, 2021

„იორკ თაუერსი“ ტაბახმელაში მრავალფუნქციური კომპლექსს ააშენებს. თბილისის მერიას შესაძლებლად მიაჩნია წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით ობიექტის სამშენებლო განვითარება, რომელიც შესაძლებელი იქნება მხოლოდ სათანადო სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ.

როგორც ირკვევა, 6300 კვ მეტრზე, „იორკ თაუერსი“  საზოგადოებრივი ცენტრის მოწყობას გეგმავს, სადაც განთავსებული იქნება კაფე-ბარი, სწრაფი კვების ობიექტი და მარკეტი.

არქიტექტურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ „იორკ თაუერსი“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოქმედებს 2014 წლის 28 მაისს, ბრძანება №1429894-ით შეთანხმებული „ინდივიდუალური სააგარაკე უბანი და ბავშვთა დასასვენებელი ბანაკი“-ს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საპროექტო ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ცენტრის მოწყობას.        

საპროექტო ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სპორტული მოედნებისა და ღია საცუარო აუზის მოწყობა. პროექტი ითვალისწინებს რელიეფის თავისებურების მაქსიმალურ შენარჩუნებას საპროქტო ტერიტორიის კეთილმოწყობასა და გამწვანებას.

აღსანიშნავია, რომ  საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები ასევე შპს „იორკ თაუერსი“-ს საკუთრებას წარმოადგენს, სადაც კომპანია 100 000 კვადრატული მეტრის ფართობზე ინოვაციური პროექტს ახორციელებს. $1 მლნ ინვესტიციით, ტაბახმელაში პრემიუმ კლასის ვილები, აპარტამენტები,სახლები, სპა ცენტრი, სასპორტო მოედანი და კომპლექსი შენდება.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.