ივლისში კახეთის სასტუმროები კვლავაც მაღალი დატვირთვით სარგებლობდა. Airbnb-ის შემოსავალმა 10%-იანი ზრდა დააფიქსირა, 2019 წლის დონესთან შედარებით, რაც გაზრდილ საერთაშორისო მოგზაურობებისა და მიგრაციის შედეგიცაა.
TBC Capital–ის კვლევაში მონაწილე ზოგიერთმა მცირე და საშუალო ზომის სასტუმრომ ნელ-ნელა დაიწყო გახსნა 2022 წლის ივნისში. როგორც მოსალოდნელი იყო, მათი დაკავებულობის საშუალო მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა 2022 წლის ივნისში 30%-დან 2022 წლის ივლისში 68%-მდე, საერთაშორისო ვიზიტორების მაღალი ნაკადის გამო.
ამასთან, ივლისში, მსხვილ, ბრენდულ სასტუმროებში საშუალო დღიური მაჩვენებელი 100%-ით აღდგა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
business-partner.ge