ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კახეთში მწყემსმა, სავარაუდოდ, XV-XVI საუკუნის „საქარავნო გზის“ ხიდი აღმოაჩინა
09 დეკემბერი, 2021

ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზასთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგურით ნაშენი ხიდი აღმოაჩინეს.

სპეციალისტების წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული ხიდი ირანიდან მომავალი „საქარავნე გზის“ შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ხიდი, რომელიც, სავარაუდოდ, XV-XVI საუკუნით თარიღდება, შემთხვევით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა იპოვა.

„სოფელ აფენში, ერთ-ერთმა მწყემსმა, საქონლის ძოვებისას, შემთხვევით ნახა ეს ხიდი, რომელიც ბარდ-ეკალისგან და, ნაწილობრივ, მიწისგან იყო დაფარული. მწყემსს თანასოფლელისთვის უთქვამს, რომ დიდი რაოდნეობით აგური იპოვა და თუ დაინტერესდებობდა, შეეძლო, სახლში წაეღო. როდესაც ეს ადამიანი ადგილზე მივიდა, ნახა, რომ იყო უძველესი ხიდი. მაშინვე მიხვდა, რომ ეს, შეიძლება, ისტორიული ნაგებობა ყოფილიყო. მაშინვე დამირეკა და ადგილზე მისვლა მთხოვა“, - აღნიშნა ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა.

დავით ყვავაძე მბობს, რომ შესაბამის მიმართვას კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტოში, შემდგომი სამუშაოების დაწყების მოთხოვნით, რამდენიმე დღეში გაგზავნის.

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.