კახეთში სასტუმროს პროექტითა და ბიზნეს გეგმით ნაკვეთი იყიდება, რომლის ღირებულებაც 620 000 ლარია.
ინფორმაციას knews.ge ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ნაკვეთი ტურისტულად სტრატეგიულ ადგილას, თელავის ცენტრიდან 5 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ფართობი 10 035 კვადრატულ მეტრია. 30 ჰექტარზე გაშენებულია ვენახები და შესაძლებელია ამ ტერიტორიის შემოერთებაც.
„ნაკვეთი მდებარეობს გზის პირას, ტერიტორია არ არის მჭიდროდ დასახლებული და გაყვანილია ყველა კომუნიკაცია. ტერიტორიაზე დგას 2 სართულიანი ყოფილი სკოლის შენობა (შენობის ფართობია 800 კვ/მ). ნაკვეთის არასასოფლო სამეურნეო სტატუსი იძლევა მშენებლობის ნებართვის მარტივად აღებისა და უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისთვის მიყიდვის საშუალებას. ტერიტორიაზე დაგეგმილია 33 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, შედგენილია პროექტი და ბიზნეს გეგმა. მიწის ნაკვეთი მდებარეობს წინანდლის მიკრო ზონაში და აქ წარმოებულ ღვინოს შეუძლია, გამოიყენოს ეს სახელი. წინანდალი ფლობს მაღალი კლასის ღვინის სტატუსს,"-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
უწყების ცნობით, ნაკვეთს აქვს ასწლოვანი კიპაროსების და კაკლის ხეების მწვანე ზონა.
ნაკვეთის წინა ხედი, კავკასიონის მთები და უკანა მხარე - შუამთა და შუამთის ტყე, რაც თავისთავად ამ ტერიტორიის ქვეშ არტეზიული (სასმელი) წყლების არსებობას განაპირობებს.