კალაურში იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ კალაურში იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.
არქეოლოგები „იოანე ნათლისმცემლის“ მონასტერთან მდებარე ნაგებობას (სასახლეს) იკვლევენ, რომელიც (IX ს) თარიღდება. ექსპედიციას პროფესორი მერაბ ძნელაძე ხელმძღვანელობს.

ნაგებობის ზედაპირის გაწმენდისას აღმოჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები, რომელიც (XII-XIII სს) თარიღდება.
კალაურში არქეოლოგიური გათხრები რამდენიმე კვირა გაგრძელდება.
www.travelingeorgia.ge