კამპანია "აღადგინეს" ფარგლებში ხანძრისგან განადგურებული ნერგები 100%-ით აღდგება,- ამის შესახებ ინფორმაციას კამპანიის ოგანიზატორები ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, დარგვების განახლების დრო და თარიღი დამოკიდებულია ექსპერტების მიერ ტერიტორიის და ნიადაგის შესწავლის შედეგად დადებულ დასკვნაზე.
"სოციალური კამპანია "აღადგინე", რომელიც 25 აპრილს დაიწყო, ბიზნესისა და საზოგადოების გაერთიანებით, მიზნად ისახავდა 2008 წელს დამწვარი ბორჯომის ტყის სრულად აღდგენას, კამპანიაში ჩაერთო 170-მდე კომპანია და 6,000-მდე ფიზიკური პირი, გაზაფხულის სამუშაოეზე, 11,6 ჰექტარზე უკვე დაირგო 32,300 ნერგი და სექტემბრის სეზონზე დაგეგმილი იყო დარგვები დამატებით 10 ჰექტარზე.
ვადასტურებთ, რომ პროექტის ფარგლებში დარგული ხეების 80%-ზე მეტი ხანძრის შედეგად განადგურდა. ცეცხლს გადაურჩა მხოლოდ სოფელი დაბის ტერიტორიაზე, დაბლობზე დარგული ნერგები. სრული სურათის დანახვა და ზარალის დათვლა ცეცხლის ლიკვიდირების და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ტერიტორიის შესწავლის შემდეგ მოხდება.
კამპანიაში ჩართული კომპანიებისა და ფიზიკური პირების საყურადღებოდ, კამპანია "აღადგინე: იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დამწვარი ხეები ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ხელახლა დაირგოს 100%-ით. დარგვების განახლების დრო და თარიღი დამოკიდებულია ექსპერტების მიერ ტერიტორიის და ნიადაგის შესწავლის შედეგად დადებულ დასკვნაზე.
კამპანიის დასრულება ოფიციალურად 15 სექტემბრამდე იგეგმებოდა, თუმცა, მოცემული გარემოებიდან გამომდინარე, კამპანია გაათმაგებული ძალებით გაგრძელდება ტყის სრულად აღდგენამდე, ამისთვის კი აუცილებელია კომპანიების მაქსიმალური ჩართულობა და ერთიანობა.
შეგახსენებთ, რომ კამპანია "აღადგინე" არის სოციალური პროექტი და კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ გაღებული თანხები სრულად ხმარდება ტყის აღდგენა-რეაბილიტაციას",- ნათქვამია განცხადებაში.
www.bm.ge