ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართულ ღვინოზე გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა ჰოლივუდში 5 ნომინაციაში გაიმარჯვა
01 მარტი, 2017

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine) ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. 

ნომინაციაში “საუკეთესო პროდიუსერი” - პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო ნომინაციაში “საუკეთესო სცენარის ავტორი” - თამარ ბართაიამ ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” - ნანა ჯორჯაძემ ნომინაციაში “საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი” - მიხეილ კვირიკაძემ ნომინაციაში “როლის საუკეთესო შემსრულებელი” - რევაზ ხეცურიანმა ფილმს უკვე რამოდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული: ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა; საფრანგეთში გამართულ OENOVIDEO - ს ღვინის კინოფესტივალზე, მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი. ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ეინდჰოვების კინოფესტივალზე DOCfeed. ფილმი დაფინანსებულია "მარანი ხეცურიანი"-ის მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.