ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული საექსპორტო ღვინოების შემოწმების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან
10 მაისი, 2021

ქართული საექსპორტო ღვინის შემოწმების პროცესში  დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საუბარია ისეთ აუდიტორებზე, როგორიც არის ფრანგული Bureau Veritas-ი ან შვეიცარიული SGS -ი.

„ვგეგმავთ, აუდიტორის, მესამე ობიექტური პირის შემოყვანას ღვინის კომპანიების შემოწმების პროცესში და გარკვეული უფლებამოსილების მათზე დელეგირებას. შედეგად, კიდევ უფრო ობიექტური და  გამჭვირვალე გახდება საექსპორტო პროდუქციის ხარისხის კონტროლის პროცესი“, - განაცხადა   ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ გადაცემაში „ბიზნეპარტნიორი“.

მისი თქმით, სახელმწიფო გეგმავს გაააქტიუროს ღვინის მწარმოებელთა შემოწმება და თუ პირველ კვარტალში 7 კომპანია შემოწმდა და  10 კომპანიაში განხორციელდა საინსპექციო კონტროლი, მეორე და შემდეგ კვარტალში შემოწმებული კომპანიების რაოდენობა გაორმაგდება და გასამმაგდება.

„ქართული ღვინის ხარისხი უმნიშვნელოვანესია ღვინის გლობალურ ბაზარზე დასამკვიდრებლად" - ამბობს მეხუზლა.

business-partner.ge

ფოტო: lux-review.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.