ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული სუფრის ინდუსტრიის დაკრედიტება ბანკებისთვის ნაკლებად ზარალიანია
11 თებერვალი, 2022

ბანკების პორტფელში ყველაზე გაფუჭებული HoReCa სექტორია (სასტუმრო, ტურიზმი, რესტორანი), თუმცა ძირითადად სასტუმრო და ტურისტული ბიზნესსესხების გაპრობლემების ხარჯზე. სარესტორნე ბიზნესპორტფელში პრობლემური სესხების 1%-საც არ აღწევს (6 მსხვილი კრედიტორის ბანკის მიხედვით).

მსხვილ კრედიტორებს შორის სუფთაპორტფელიანიც არის - ბაზისბანკი, რომელსაც აღნიშნული მიზნობრიობით 34 მლნ ლარის სესხები აქვს გაცემული და არცერთი გაფუჭებული.

ბანკები სარესტორნე ბიზნესსესხებით და გაფუჭებული პორტფელით

სამასპინძლო ბიზნესპორტფელი (სასტუმრო, ტურისტული ობიექტებისთვის გაცემული სესხების ჩათვლით) 2.1 მლრდ ლარის სესებია გაცემული. 1.8 მლრდ ლარის უცხოურ ვალუტაშია და 303 მლნ-ის ლარში. აქედან 404 მლნ ლარის გაპრობლემებური კრედიტებია, მათ შორის ლარში 65 მლნ ლარის, უცხოურ ვალუტაში 360 მლნ ლარის.

წყარო: სებ-ი და კომერციული ბანკები

 

ფოტო: Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.