ქართველი ფერმერები ფრანგული ყველის წარმოების ტექნოლოგიას ეუფლებიან.
ფრანგული ყველის დამზადების მასტერკლასი, პროექტის „FinExCoop საქართველო” ფარგლებში, ფრანგმა ექსპერტმა, პატრიკ ანგლადემ ჩაატარა. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩატარებული სწავლება მოიცავდა ნედლი რძის დამუშავების და ყველის დამზადების სხვადასხვა ტექნოლოგიის გაცნობას.
ფრანგული ყველის დამზადების მასტერკლასი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამმუშავებელი 20-ზე მეტი კოოპერაციული საწარმოს წარმომადგენლს ჩაუტარდა.
მასტერკლასი ქართველი ფერმერებისთვის ევროკავშირისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
პროექტი „ფინანსები, ექსტენცია და კოოპერატივების განვითარება ქართველი ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU (NIF) პროგრამის ფარგლებში.
ოთხწლიანი პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესებას მცირე მასშტაბური კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის საქართველოში.
business-partner.ge