ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კასპის მუნიციპალიტეტში ახალი დასახლება – „ჰოლივუდ სითი“ აშენდება
27 მაისი, 2022

ასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხის მიმდებარედ საინვესტიციო დეველოპერული კომპანია “სვიფ ლენდ გრუპი”   მულტიფუნქციურ კომპლექსს  “ჰოლივუდ სითის“ აშენებს. როგორც კომპანიაში  „კომერსანტს“ უთხრეს, კომპლექსი შექმნილია ცხოვრების ახალი სტანდარტების დასანერგად და საქართველოში კინოინდუსტრიის სფეროს განსავითარებლად.  სრულყოფილი ინფრასტრუქტურის გარდა, კომპლექსში  კომერციული ფართები, გასართობი და სპორტული სივრცეები, კინოს შემსწავლელი ცენტრი და 5–ვარსკვლავიანი სასტუმრო მოეწყობა.

“ჰოლივუდ სითის“  კონცეფცია ბუნების მოფრთხილების პრინციპებზეა აგებული, რაც განახლებადი ელექტროენერგიის მოხმარებაში გამოიხატება. თუ რას შესთავაზებს მულტიფუნქციური კომპლექსი მომხმარებელს, ამის შესახებ უფრო დეტალურად „კომერსანტთან“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ბრენდინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირმა  ელბაქიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ტიპის რეზორტული პროექტი კასპის რეგიონში ჯერ არ განხორციელებულა.

„სოფელ წინარეხთან ჩვენ შევიძინეთ მიწა, რომელზეც ერთ-ერთი პროექტი უკვე დამტკიცებული იყო და პროექტში  კორექტირებები ჩვენ თვითონ შევიტანეთ, პროექტი განსაკუთრებული იქნება  იმით, რომ კასპის რეგიონში რეზორტული სახის პროექტი  ჯერ არ განხორციელებულა, საკურორტო ზონებს ჩვენ  შავი ზღვისპირეთში და კახეთის  მხარეში ვართ მიჩვეული. ჩვენ ვამაყობთ, იმით რომ აუთვისებელ ტერიტორიაზე ვაკეთებთ პროექტს, საწყის ეტაპზე პროექტში  იგეგმება 55 ვილა, იგეგმება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, რომლის პროექტიც დამუშავების პროცესშია, გარდა ვილებისა, იგეგმება  საზოგადოებრივი მოხმარების ზონები, ისეთი როგორიც არის საბავშვო მოედნები, იქნება კინო სტუდია და კინო ხელოვნების სასწავლო ცენტრი, აქედან გამომდინარეობს ჩვენი სახელწოდებაც “ჰოლივუდ სითი“,  აქ ბუნება იმდენად საინტერესოა, რომ  გვინდა პატარა  გადასაღები მოედნები მოვაწყოთ, სადაც სხვადასხვა  სატელევიზიო კინოპროექტებს სხვადასხვა პროექტის განხორციელების საშუალება მიეცემათ, შეძლებენ, რომ ჩვენგან მოითხოვონ ნებართვა და ადგილზე კინო გადაღებებიც აწარმოონ, გარდა ამისა იქნება კომერციული ფართი, სადაც ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პატარა ბაზრობა მოწყობა და ადგილობრივები თავიანთი მოსავლის რეალიზაციას შეძლებენ,  განსაკუთრებით ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ჩვენ ბინადრებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევთავაზოთ. ჰოლივუდ სითი“ ასევე საინტერესოა იმითაც, რომ დასაქმებულების უმეტესობა  -  60% ადგილობრივი იქნება“, -  აღნიშნა ირმა ელბაქიძემ.

ელბაქიძე აღნიშნავს, რომ პროცესი  დაწყებულია, ამ ეტაპზე სამშენებლო მოედანი მზადდება, რომელზეც სამი ადგილობრივია დასაქმებული.

„აქამდე პროექტის კორექტირებას ველოდებოდით, რაც კასპის  მერიიდან მივიღეთ და ახლა უკვე  მიმდინარეობს  სამშენებლო მოედნის მომზადება, პროექტი ისე შევიძინეთ, რომ რვა ვილის საძირკველი უკვე ჩასხმული იყო და  ფაქტობრივად საქმე  წინ  წაგდებულია, მაგრამ  ძირითადი  სამუშოები ჯერ  კიდევ  ჩასატარებელია.

რაც შეეხება ინვესტიციას, საბოლოო  კალკულაცია ჯერ არ გვაქვს, ველოდებით სასტუმროს პროექტის დამტკიცებას, ამის შემდეგ შევძლებთ  ზუსტი კალკულაციის ჩამოყალიბებას. მინიმალური ინვესტიცია რამდენიმე მილიონი იქნება, თუმცა მიწის  შეძენა, პირველი ნაბიჯები, სამშენებლო მოედნის მომზადებაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ეს თანხა კომპანიამ უკვე გაიღო. საბოლოო კალკულაცია ცოტა ხანში დაინტერესებული პირებისთვის და ინვესტორებისთვის ცოტა ხანში ხელმისაწვდომი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი თბილისის გარეთ არის მისი მფლობელი შეძლებს ვილის გაქირავებას, რაშიც  ხელს  ჩვენც  შევუწყობთ და მენეჯმენტის პროცესშიც ვიქნებით ჩართულები“, -  აღნიშნა ირმა ელბაქიძემ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.